მონტენეგრო, შესაძლოა, ნატო-ში მიიღონ

29.06.2015 00:21

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ნატო გაფართოვდეს და საკუთარ რიგებში მონტენეგრო მიიღოს. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ალიანსმა, შესაძლოა, 2015 წლის დეკემბერში მიიღოს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ ნატო მონტენეგროს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

გაზიარება:
SkillHub