#არჩევნები2020 მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

07.12.2020 08:00

მოლაპარაკების პროცესი ფინალისკენ მიდის. მესამე რაუნდზე შესაძლო შეთანხმების გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა. ორივე მხარე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ დღევანდელ დიალოგს წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, რომელიც ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს, ოპოზიცია ჯერ სკეპტიციზმს ინარჩუნებს. ოპოზიციონერი ლიდერები არ უარყოფენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება არ არსებობს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე. კონსენსუსის მისაღწევად დრო ცოტა რჩება. მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ ხვალ შედგება. პარლამენტის პირველი სხდომის მოახლოებიდან გამომდინარე, ხვალინდელი შეხვედრა დიდი ალბათობით გადამწყვეტი უნდა იყოს. ერთ-ერთი საკითხი, რაც თითქმის ექვსსაათიანი მოლაპარაკების დროს განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებია. თუმცა რა სახის ცვლილებებზეა საუბარი, დღეს არ დაკონკრეტებულა. შეხვედრის მონაწილეები ელჩების თხოვნით კონსულტაციების დროს განხილულ საკითხებზე არ  საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ თემებს შორის, ვადამდელი არჩევნების გარდა, პატიმრობაში მყოფი რამდენიმე  პირის  გათავისუფლების მოთხოვნაც იყო. მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ოპოზიციის რვა და „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი ესწრებოდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#არჩევნები2020 მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინი
06:10

#არჩევნები2020 მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 მოლაპარაკების მესამე რაუნდი
02:25

#არჩევნები2020 მოლაპარაკების მესამე რაუნდი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 მოლაპარაკების მესამე რაუნდი
06:59

#არჩევნები2020 მოლაპარაკების მესამე რაუნდი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის გეგმები
01:34

#არჩევნები2020 ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან
02:14

#არჩევნები2020 ოპოზიციის ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 განცხადება „ქართულ ოცნებაში“
00:53

#არჩევნები2020 განცხადება „ქართულ ოცნებაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უცვლელი მოთხოვნები და მზადება მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის - დიალოგი დასკვნით ეტაპს უახლოვდება
04:58

უცვლელი მოთხოვნები და მზადება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

#არჩევნები2020 პოლიტიკური შეფასებები მმართველ გუნდში
01:43

#არჩევნები2020 პოლიტიკური შეფასებები მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო