არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ისევ უცნობია. ბოლო მონაცემებით, ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პენსილვანიაა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიტატი პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმებს მოაგროვებს. თუმცა, დონლად ტრამპისა და ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებს შორის პენსილვანიაში სხვაობა 28 800-ზე ოდნავ მეტია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ხმების გადათვლა გახდეს საჭირო. კანდიდატების შედეგებს შორის მცირე სხვაობაა ასევე ნევადაში, არიზონაში, სადაც ბაიდენი შესაბამისად 22 657 და 29 861 ხმით ლიდერობს. ჯორჯიაში სხვაობა 4 395-ია, რის გამოც ამ შტატში ხმებს გადაითვლიან. ტრამპი იმარჯვებს ჩრდილოეთ კაროლინასა და ალასკაზე, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის. ტრამპის ადვოკატები ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ აცხადებენ და დავის უზენაეს სასამართლოში გადატანით იმუქრებიან. თავის მხრივ, ამომრჩევლებს დელავერიდან მიმართა ჯო ბაიდენმა. ის აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
2020 არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში/როგორ ცხოვრობს ამ...
GIZO.TV
არჩევნები პანდემიის პირობებში/როგორ ცხოვრობს ამერიკა
GIZO.TV
9 ნოემბერს, 23:00 საათზე - არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდია ვაშინგტონი 6 მარტი, 2020
ამერიკის ხმა
ამერიკაში ამომრჩეველთა მობილიზაცია დაიწყო
ამერიკის ხმა
შუალედური არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვა და აშშ-ს მომავალი არჩევნები
ამერიკის ხმა
როგორ იცვლება ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში?
ამერიკის ხმა