დაჯარიმება იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის
იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი დააჯარიმეს. მას 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც მასზე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა, თუმცა, ინფიცირებულმა მამაკაცმა დადგენილი წესები დაარღვია, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა ის 2000 ლარით დააჯარიმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ბიბილეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ 14-დღიან იზოლაციასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო და ქუთაისში მეუღლე კლინიკაში შესამოწმებლად გადაჰყავდა. მისივე თქმით, დაჯარიმება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, დაჯარიმების დღეს მას ინფიცირებიდან მეცხრე დღე ჰქონდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ გიგი უგულავა დააჯარიმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლების დაჯარიმების ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარანტინის წესების დარღვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმა
Formula News
რეგულაციის დარღვევის ფაქტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
Georgian Government