სამძიმარი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო

03.04.2021 01:08

გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს პრემიერი ღარიბაშვილი. თანამედროვეობის უდიდესი მწერალი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა - მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული, - წერს მთავრობის მეთაური.

გურამ დოჩანაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეც. გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს, - წერს ირაკლი კობახიძე. მწუხარებას გამოთქვამს განათლების მინისტრიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania