ბაღები გათბობის გარეშე
გორის მუნიციპალიტეტის ათამდე საბავშვო ბაღი გათბობის გარეშეა დარჩენილი. სააღმზრდელო პროცესი გორის ორ სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე შეწყდა. ცენტრალური გათბობის სისტემა რამდენიმე ბაღში დროებით დენის გამათბობლებით ჩაანაცვლეს. გაზგამანაწილებელი კომპანია მოითხოვს საბავშვო ბაღებში გათბობის საქვაბე სტანდარტის შესაბამისად შენობის გარეთ დამონტაჟდეს. როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტის მერიამ აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც 1000-მდე ბავშვი გათბობის გარეშეა დარჩენილი. მშობლების ნაწილი ბაღში ბავშვების წაყვანაზე უარს ამბობს. როდის დაასრულებს სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ამის თქმა რთულია. გორის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში ირწმუნებოდნენ, რომ ყველა საბავშვო ბაღში სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდებოდა, თუმცა პრობლემა ისევ რჩება. ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გალფი სამტრედიის ბაგა ბაღებს გათბობით უზრუნველყოფს
Gulf Georgia
იყიდება ბინა ბაგებში -- Myclient.ge
Myclient ge myclient
შერეული ასაკის ჯგუფები საბავშვო ბაღებში
შუადღე GDS / shuadge GDS
ბაღები მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ
TV 25
ბაღები ახალი სათამაშოებით აღიჭურვა 13-08-2018
TV4. ge
ბაღები და პანდემია
Livepress. ge
ბაღები, სადაც პატარები სწავლობენ, დაზარალებული ოჯახებიც ცხოვ...
TV IMEDI
ბაღები - Gardens - გადაცემა "ეკოვიზია" - 'Ecovision' TV Show
Ecovision - ეკოხედვა