კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“
16 ოქტომბერს, „Tbilisi Event Hall”-ში , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალი“ საზეიმო გახსნას დაესწრო. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. „ოქროს თვალი“ სამაუწყებლო ტექნიკის 1-ლი საერთაშორისო გამოფენით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტექნიკის ლიდერი კომპანიები: Sony, Canon, Avid, Innovator, Broadview, Evertz, Fujifilm, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell, JVC. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უახლესი სამაუწყებლო ტექნიკა. მსგავსი ტიპის გამოფენა საქართველოში პირველად ჩატარდა და ერთადერთია რეგიონის მასშტაბით. 16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ უკვე მეოთხედ ტარდება და 29 ქვეყანას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რას გულისხმობს ფესტივალი ,,ოქროს თვალი"
შუადღე GDS / shuadge GDS
რატომ ჭირდებათ ტელე და კინოოპერატორებს ,,ოქროს თვალი”?
შუადღე GDS / shuadge GDS
„ოქროს თვალი“ - კინო და ტელეოპერატორების მე-9 საერთაშორისო ფ...
TV IMEDI
"ოქროს თვალი" 2016 - პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge
კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კინო და აფხაზეთი
რადიო თავისუფლება
კინო და ჭადრაკი / პაიკის შეწირვა / წარდგენა
ჭადრაკი ტვ / Georgian Chess TV
კინო და ჭადრაკი / კაპაბლანკა / წარდგენა
ჭადრაკი ტვ / Georgian Chess TV