რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

04.03.2023 01:21

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე შვიდი პირის შესახებ იმსჯელებს. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გეგმავს, მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართოს იმისთვის, რომ უფლებადამცველებმა მტკიცებულებების მოპოვება შეძლონ. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, საქალაქო სასამართლოში სხდომა გუშინაც გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შვიდივე პირი გათავისუფლდა და საქმის არსებითი განხილვა 22 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, 2 მარტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი
05:54

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი
00:32

აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასამართლო პროცესი
03:57

სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი 22 მარტამდე გადაიდო
01:35

რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქციაზე დაკავებულების სასამართლო
04:31

აქციაზე დაკავებულების სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განცხადებები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე
08:53

განცხადებები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიკვირა  აქციის რამდენიმე მონაწილე სიტყვით გამოსვლას ითხოვს
10:45

#ახალიკვირა აქციის რამდენიმე მონაწილე სიტყვით გამოსვლას ითხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორია აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა
00:56

როგორია აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო