პროფკავშირების აქცია

01.05.2019 01:20

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფკავშირები უსაფრთხო და ღირსეულ შრომას მოითხოვენ და პრემიერს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სოციალურ კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს გადაჭრის. გაერთიანებული პროფკავშირების აქციას, საკრებულოდან მსვლელობით შეუერთდა პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთა. პროფკავშირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შრომის ინსპექციის გაძლიერება. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ინსპექციას უპირობოდ უნდა შეეძლოს ყველა ობიექტის შემოწმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: