სუბარ სუბარის განცხადება


ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. ამის შესახებ ლეჩხუმში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.

პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გზის დაფარვა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.

შეხვედრას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე და რეგიონის გუბერნატორი დაესწრნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა ლეჩხუმის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მათ შორის ჩქუმ-ქულბაქის წყალსაცავის პროექტი, რომლის მიხედვითაც, უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან