საკანონმდებლო ინიციატივა


ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა, შესაძლოა შეეზღუდოთ. ამ საკითხზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე იმსჯელეს.
თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე განცხადება გააკეთეს. უმრავლესობის დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ფაქტს სახიფათოდ მიიჩნევს. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა არჩევნების შემდგომ დაიწყება. ინიციატივის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა დეპუტატმა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გუშინ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან