ხელისუფლების შეცვლიდან მალევე ამოქმედებული მასშტაბური პროგრამა 10 წლის შედეგებს აჯამებს.
2013 წლიდან დღემდე დახარჯული შვიდი მილიარდი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გაიღო. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად ზრდა - ამ მიზნით დაწყებული პროგრამა 10 წლის თავზე ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ დონეზე ყველა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და გეგმიური სერვისების ნაწილს მოიცავს. ჯანდაცვის პაკეტით მოქალაქეებს ძვირადღირებული სერვისები, მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაც უფინანსდებათ. 10-წლიანი სტატისტიკის მიხედვით, პროგრამით უკვე 11 მილიონი შემთხვევა დაფინანსდა, რის შედეგადაც მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი 40%-ით არის შემცირებული. თუმცა, მიღწევებთან და წლიდან წლამდე პროგრამის სულ უფრო გაფართოებასთან ერთად სფეროში რჩება გამოწვევებიც - ყველაზე მთავარი პრობლემა ჯანდაცვის პროგრამის ხარისხი და კლინიკების მიერ გაწეული დანახარჯების კონტროლია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.