სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. ამ ეტაპისთვის ხდება მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრება და პრევენციის ღონისძიებები.

სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა გუშინ ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ პაპალარასა და დევრულას ხიდი დააზიანა, ჭუბერის ცენტრში კი ორ ადგილზე დამბა გახეთქა. დატბორილი იყო სოფლის ცენტრი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან