დავით კირკიტაძის ბრიფინგი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს. დავით კირკიტაძემ რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკება და სამუშაოების დროულად შესრულება ვერ შეძლო, კირკიტაძის ინფორმაციით, პროცესის გაჭიანურების გამო, აზიის განვითარების ბანკმა პროექტისთვის გამოყოფილი თანხა უკან გაითხოვა და გზის მშენებლობა დაკონსერვდა.

კირკიტაძის განცხადებას მუნიციპალური განვითარების ფონდში გამოეხმურნენ. მათი განმარტებით, მაგისტრალის დარჩენილ 3 კმ-იან მონაკვეთთან დაკავშირებით, მოსახლეობის მოლოდინები არ დაემთხვა ექსპერტების ობიექტურ შეფასებას, რის გამოც მოლაპარაკებები გაჭიანურდა. პროცესს ხელი შეუშალა პანდემიამაც და მშენებლობა დროებით შეჩერდა. მათივე განცხადებით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები განახლდება და იმედოვნებენ, რომ დარჩენილი მონაკვეთიც დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან