ავტოსაგზაო შემთხვევა შატილის გზაზე

24.08.2020 04:11

საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ხვალ სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.  დუშეთის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ტრაგედიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ნოდარ ჩაჩუა პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილიდან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine