ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

12.04.2019 04:45

ბათუმის საკრებულო დღეს ფიზიკური დაპირისპირებების ადგილად იქცა. თვითმმართველ ორგანოში დეპუტატებმა ერთმანეთს ორჯერ სცემეს. ორივე ინციდენტის მთავარი მონაწილეები „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. კონფლიქტი ბათუმის სიპ-ების და აიპ-ების მიმართ წაყენებული ბრალდებებით დაიწყო და ტერენტი გრანელის პოეზიით დასრულდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო. ერთ-ერთი ნაცემი დეპუტატი საავადმყოფოში მოხვდა. ამ წუთებში კონფლიქტის მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: