აფეთქება დუშეთის რაიონში


აფეთქება დუშეთის რაიონში. ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვია. აფეთქება 7-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

დუშეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ან სხვა ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან