პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვეიცარიაში


საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დღეს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემაც. ბერნში მყოფი ირაკლი კობახიძე შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა. საუბრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ოკუპირებული რეგიონები და რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები იყო.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და მეტალურგია. გაიცვალა სიმბოლური საჩუქრებიც. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შვეიცარიელ კოლეგას ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოცემა აჩუქა.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს შვეიცარიაში ირაკლი კობახიძის ვიზიტს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან