ფინანსთა სამინისტროს განცხადება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად წარმოადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები. სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასსა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. უწყების ინფორმაციით, ამჟამად 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ექვსი თვის განმავლობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილება კომპანიებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება 07 02...
Chemi Kharagauli
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
revenueservece