ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / Oto Gurgenishvili - Loti (Me) Mtvaris shuqze
08/01/2013
ოთო გურგენიშვილი-ის
მიერ
Official Page - https://www.facebook.com/OtosPoetry
ტექსტი:
ლოთი (მე) მთვარის შუქზე
ღამით ალკოჰოლში ცურავდა მთვარე,
ვარსკვლავს უყვებოდა საოცარ ამბავს.
მე კი მზის ამოსვლა ჩასვლას ვანაცვალე,
ცის სარტყელები რომ ალიონს ქარგავს.
სუნთქვა თან ერთვოდა თამბაქოს ქოშინს,
ქუჩას მივათრევდი სხვა ქუჩის ბოლოს.
ორსულ მზეს ამინდი წვიმებად მოშლის,
ღრუბელს მიანებებს ზეცას,ებატონოს.
ღამე იძერწება ვარსკვლავთ ქვეშაგებით,
ბრაზიც შემომიჩნდა სადღაც ვინაიდან -
ზეცას შევეღრუბლე მთელი გაშმაგებით,
მწველ მზეს გავუშენე წვიმის პირამიდა.
ქუჩას მივუყვები მთვარის განათებით,
გული მიბაგუნებს როგორც თეატრონი.
თაბახს დამიხევენ პროზის დალაქები,
კალამს ავიღებდი ჩემს თავს შევატყობდი -
თუ რას დავუწერდი ამ ლექსს დასასრულად,
სული ათრთოლდა და მე რას გავხდებოდი.
მუზა მთელს თაბახზე მელნით თავს გასულა,
პოეტს დავირქმევდი მთელი თავხედობით.
ტექსტი:
ლოთი (მე) მთვარის შუქზე
ღამით ალკოჰოლში ცურავდა მთვარე,
ვარსკვლავს უყვებოდა საოცარ ამბავს.
მე კი მზის ამოსვლა ჩასვლას ვანაცვალე,
ცის სარტყელები რომ ალიონს ქარგავს.
სუნთქვა თან ერთვოდა თამბაქოს ქოშინს,
ქუჩას მივათრევდი სხვა ქუჩის ბოლოს.
ორსულ მზეს ამინდი წვიმებად მოშლის,
ღრუბელს მიანებებს ზეცას,ებატონოს.
ღამე იძერწება ვარსკვლავთ ქვეშაგებით,
ბრაზიც შემომიჩნდა სადღაც ვინაიდან -
ზეცას შევეღრუბლე მთელი გაშმაგებით,
მწველ მზეს გავუშენე წვიმის პირამიდა.
ქუჩას მივუყვები მთვარის განათებით,
გული მიბაგუნებს როგორც თეატრონი.
თაბახს დამიხევენ პროზის დალაქები,
კალამს ავიღებდი ჩემს თავს შევატყობდი -
თუ რას დავუწერდი ამ ლექსს დასასრულად,
სული ათრთოლდა და მე რას გავხდებოდი.
მუზა მთელს თაბახზე მელნით თავს გასულა,
პოეტს დავირქმევდი მთელი თავხედობით.