საბერძნეთში ქართველი მეზღვაურები დაიღუპნენ


საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორივე მათგანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ. განცხადებაში ვკითხულობთ: „მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი სარემონტო სამუშაოებზე იმყოფებოდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც საქართველოში 2 ნოემბერს გადმოასვენეს,“ - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან