ირლანდია-საქართველოს ურთიერთობები


„ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ადასტურებს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“. ამის შესახებ ნათქვამია მემორანდუმში, რომელიც ქვეყნებს შორის გაფორმდა. ხელი საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირლანდია და საქართველო გააღრმავებენ დიალოგს და თანამშრომლობას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული პოლიტიკური, ინსტიტუციური და სოციო-ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად; ასევე საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირლანდია დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან