ირაკლი შოთაძეს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი შოთაძეს 17 თებერვალს მოუსმენენ.  გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენას არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელიც ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ.

ოთარ კახიძის  განცხადებით, ირაკლი შოთაძის სახელი ხმაურიან საქმეებს უკავშირდება და ამ თანამდებობაზე მეორედ მისი დანიშვნა მიუღებელია. კანდიდატის მოსმენის გარდა, ხვალ, კომიტეტი, საქართველოს კანონმდებლობასთან წარდგენილი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენაზე იმსჯელებს. საპროკურორო საბჭომ, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია, 10 თებერვალს კი, პარლამენტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან