მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და განაჩენს გარეთ დაელოდებიან
პროკურატურის შეცვლილი პოზიცია დავით გარეჯის საქმის ფიგურანტების მიმართ. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და განაჩენს გარეთ დაელოდებიან. გამოძიება ახლა მთავარ ამოცანად იმ პირების დადგენას ასახელებს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, კარტოგრაფისტებს საზღვრების საქართველოს საზიანოდ შეთანხმების დავალებებს აძლევდნენ. სასამართლოს პარალელურად, გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მანჯგალაძე, რომლის გვარს ფარულ ვიდეოჩანაწერშიც ახსენებენ. დღევანდელი გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების კონტექსტში მელაშვილ-ილიჩოვას საკითხს ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრების რაუნდებზე აყენებდა. კარტოგრაფისტების გათავისუფლებას მმართველ გუნდთან წინა კვირას გამართული მოლაპარაკების შედეგად მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ – ივერი მელაშვილი
MULTIMEDIA GE
ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000 -ლარიანი გირაოთი გ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„მოღალატე" კარტოგრაფები გირაოთი გაათავისუფლეს
ამერიკის ხმა
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა შემართებით აპირებენ ბრძოლ...
Formula News
დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დაა...
Formula News
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster