შეხვედრა სტუდენტებთან

03.04.2019 01:22

საქართველოს პრემიერ მინისტრი სტუდენტებს ხვდება. ახალგაზრდებთან მამუკა ბახტაძის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ტექნოპარკში მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მთავრობის ხვალინდელი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს. საქმე ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 % სწორედ განათლებაზე დაიხარჯება. მანამდე კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 0,5 %-თ გაიზრდება. ბახტაძის განცხადებით, რეფორმა ადამიანური კაპიტალის კუთხით, საქართველოს, მოწინავე ქვეყნების გვერდით დააყენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: