არჩილ თალაკვაძე იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებიც. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, იოჰანეს ჰანი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის აქტიური იყო. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იოჰანეს ჰანის ძირითადი ინიციატივა თბილისში ევროპული სკოლის შექმნა იყო, რაც მისი დამოკიდებულების გამომხატველია. თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის იოჰანეს ჰანის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეჯამება, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებობს. დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე იოჰანეს ჰანმა განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა სასამართლოს რეფორმასა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ თალაკვაძე
GrassGroup Georgia
არჩილ თალაკვაძე: მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება თქვენნ...
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე გადაცემაში "იმედი LIVE"
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე: პროვოკაცია, რაც ვნახეთ არ არის ერთი ჟურნალი...
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე კვლავ ტყუილში ამხილეს - ფოტოები თვითმფრინავი...
Georgia Official
არჩილ თალაკვაძე სტუმრად ქრონიკის სპეციალურ გამოშვებაში
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს რომ საზოგადოების კითხვე...
TV IMEDI