არჩილ თალაკვაძე იოჰანეს ჰანს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებიც.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, იოჰანეს ჰანი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის აქტიური იყო. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იოჰანეს ჰანის ძირითადი ინიციატივა თბილისში ევროპული სკოლის შექმნა იყო, რაც მისი დამოკიდებულების გამომხატველია.

თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის იოჰანეს ჰანის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეჯამება, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებობს.

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე იოჰანეს ჰანმა განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა სასამართლოს რეფორმასა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან