აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან


საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს აქცია-პერფორმანსი გაიმართა, კონკრეტული სახელწოდებით -  „ვოლსკის სამართლის კოდექსი“. ორგანიზატორი კი მოძრაობა „სირცხვილია“ იყო. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მოძრაობის წარმომადგენლები გუშინ უსამართლოდ დააკავეს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათი პროტესტი, ვიცე-სპიკერის გია ვოლსკისთვის მიუღებელი იყო.

შეკრებილებმა ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ნიკა ფარულავას გათავისუფლება მოითხოვეს, რომლის სასამართლო სხდომაც დღეს უნდა გაიმართოს. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გია ვოლსკიმ, უცენზურო ჟესტის გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან