„ღირსეული პარტნიორი 2022“- საზეიმო დახურვა
ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
თავდაცვის სამინისტრო
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციები...
თავდაცვის სამინისტრო
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა
TV IMEDI
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიხურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ღირსეული პარტნიორი 2022" | რატომ არ გაახმაურა "ოცნებამ" აშშ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიება
Georgian Government
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიება
Irakli Garibashvili