პრემიერი „ფოლკცვაგენის“ ქარხანაში იმყოფებოდა


პრემიერ-მინისტრი დრეზდენში „ფოლკცვაგენის“ ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია, მწვანე ეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით  ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავე ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც „ფოლკცვაგენია“ და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან