მესამე სექტორმა თელავის საოლქო კომისიაში საჩივარები შეიტანა
„სამართლიანმა არჩევნებმა" და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", რომლებიც 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ, თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანეს. საია-ს თელავის ოფისში აცხადებენ, რომ მათი ორგანიზაციის მიერ დღეს საოლქოში დამატებით კიდევ სამი საჩივარი შევიდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციების ჩაბარების წესების დარღვევებს ასახავს. რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს". როგორც ორგანიზაციის თელავის კოორდინატორი აცხადებს, მათ მიერ მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. საუბარია არასათანადოდ დალუქულ დოკუმენტაციაზე. ყველა საჩივრის განხილვა თელავის საოლქო კომისიაში მოხდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1wmLdNg
მსგავსი ვიდეოები
მესამე სექტორმა თანამდებობის პირთა დეკლარაცია შეისწავლა
TV 25
მესამე სექტორმა საარჩევნო სისტემაში განსახორციელებლი ცვლილებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მესამე სექტორმა წინასაარჩევნო გადაცდომების შეჯამება დაიწყო
TV IMEDI
სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ: უსკოს თავმჯდომარეობისთვის მესამე სექტორმა უნდა იბრძოლოს
TV 25
რა დარღვევები დააფიქსირა მესამე სექტორმა აჭარაში
TV 25
შაბათის ეთერში გასული რეზონანსული რეპორტაჟის შემდეგ, მესამე...
ტვ პირველი • TV Pirveli
სამოქალაქო საზოგადოების პასუხი ოლიგარქის მიერ რეპრესიების და...
Formula News