უკრაინა ნატოსგან დამატებით დახმარებას ითხოვს
03/24/2022
კიდევ რა დახმარების გაწევა შეუძლია ნატოს უკრაინისთვის - ეს საგანგებო სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. ბრიუსელში ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტიც.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ომში მყოფი უკრაინა ალიანსისგან დამატებით დახმარებას მიიღებს. ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაში ალიანსი თავდაცვას აძლიერებს და 24 თებერვლის შემდეგ შექმნილი უმძიმესი რეალობის ფონზე თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის გადატვირთვას ახდენს. სამიტის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც, რომლის რიტორიკა საყვედურებით იყო სავსე. ზელენსკი ნატოსგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს. სამიტის მსვლელობისას არაერთხელ ახსენეს საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცოგოვინაც. მთავარი გზავნილია, რომ რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიმართ ნატომ ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.