საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები

11.03.2019 03:55

ქართული პარლამენტარიზმის ისტორია საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება. ლიტერატურის მუზეუმში ახალ ექსპოზიციას ამზადებენ სათაურით, „საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები“. ეს იქნება გამოფენა, რომელიც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან დღემდე განვითარებულ საპარლამენტო მოვლენებს ფოტოებით შეგვახსენებს. ლიტერატურის მუზეუმის და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობლივი პროექტი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლებზე უნიკალური ექსპონატების საშუალებით გვიამბობს. ექსპოზიციაზე დამფუძნებელი კრების დეპუტატთა შთამომავლების ოჯახებში, ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა არქივში დაცულ მასალებს ნახავთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო