მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მერვე დღეა აქციებს მართავენ და ღამეს ათევენ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსება. აღნიშნული მოთხოვნებით, მშობლები დღეს 7 საათზე კვლავ გამართავენ საპროტესტო მარშს. ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი და აქციის მონაწილეებისგან შესაბამის ინფორმაციას იღებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მშობლებს მედიკამენტის დაფინანსებაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ იძლევა რეკომენდაციას აღნიშნული წამლის გამოყენებისთვის.
„აქონდროპლაზიის სამკურნალოდ რეკომენდებული მედიკამენტი საჭიროებს კიდევ დამატებითი ეტაპების გავლას, ვიდრე მოხდება მისი გამოყენება სტანდარტული გზით“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. უწყებაში ამბობენ, რომ მზად არიან მშობლებთან წამლის ირგვლივ არსებული საკითხების მიმოხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელონ. კონსულტაციები გრძელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთანაც, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და თავად მწარმოებელთან. პროცესი მიმდინარეობს იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატშიც - უკვე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შექმნაზე მუშაობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.