ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი / ოპოზიციის პროტესტი და ხმაური ცესკო-ში #LIVE

27.10.2020

• ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალმა კორონავირუსმა კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინფიცირდა 1 824 პირი - გარდაცვალების მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, თანმხლები დაავადებები და დაგვიანებული მიმართვიანობა სახელდება; ნოემბრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად, 4 000-მდე შემთხვევას პროგნოზირებენ; • ოპოზიციის პროტესტი და ხმაური ცესკო-ში - კომისიამ ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა ოთხი საათით გაახანგრძლივა, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის გადაწყვეტილება მაინც სადავოა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკო-ს შენობაში საშვის გარეშე შესვლას შეეცადნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა; მმართველი გუნდი ოპონენტთა ქმედებებს დესტრუქციად აფასებს; • საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება - თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების სია წარმოადგინა, რომლებიც არჩევნებს უნდა დააკვირდნენ; პარტიები ამ ორგანიზაციებთან კავშირს არ უარყოფენ; მმართველი გუნდი პროცესში ჩართული მხარეების რეალურ ინტერესზე საუბრობს; • მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების პროტესტი და ბოიკოტი საფრანგეთის წინააღმდეგ - ათეულობით ათასი მუსლიმი ემანუელ მაკრონის განცხადებას აპროტესტებს და საფრანგეთის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს; ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს და ზეწოლის მიუხედავად პოზიციას არ შეცვლის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: