სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქართველია. „სქაი ნიუსის“ ცნობით, პოლიციამ დაადასტურა, რომ 55 წლის ქალი სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს მომხდარი თავდასხმისას მოკლეს. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი. პოლიციის სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის 40 წლის მამაკაცია, რომელსაც სავარაუდოდ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ. ცოტა ხნის წინ მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ადასტურებს, რომ სიდნეიში გარდაცვლილი ქალი საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქე იყო. სამინისტრო თანაუგრძნობს როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ასევე ავსტრალიის მთავრობას და ხალხს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, - ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.