ვინ უთვალთვალებდა ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და ოპოზიციას

04/12/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 12.04.2019)
ვინ ცდილობდა გუშინ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას- ნაციონალური მოძრაობა სანდრა რულოვსის კამპანიის ჩაშლის დავალებების გაცემაში ბრალს ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილეს ლაშა მურღულიას სდებს, თუმცა ამბობს, რომ ამ პროვოკაციებით მის შეჩერებას ვერ შეძლებენ.
ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლაშა მურღულია რომ ხელმძღვანელობს, ამას ნაციონალური მოძრაობა იმ მოკლეტექსტური შეტყობინების საფუძველზე ადასტურებს, რომლიც მათ მოიპოვეს. ამბობენ, რომ ამ შეტყობინებაში პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გუშინ ოპოზიციას მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, მურღულიას წერს, რომ შეამჩნიეს - რასაც პოლიციის უფროსის მოადგილე ოპოზიციის მიმართ უწმაწური რეპლიკით პასუხობს.




გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან