საპარლამენტო განხილვის ჩაშლიდან ორ დღეში პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. სწორედ პარლამენტში განვითარებული მოვლენების კვალს ხედავენ ბანკის დამფუძნებლები დღევანდელ განცხადებაში, სადაც კიდევ ერთხელ არის განმარტებული, რატომ დაიწყო ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება და რატომ გახდა ძიების საგანი 11 წლის წინანდელი საბანკო ტრანზაქცია.
პროკურატურის ვერსიით, 2008 წელს „თიბისიდან“ ორ კომპანიაზე სესხის სახით გაცემული 17 მილიონი დოლარი იმავე დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე განთავსდა, მოგვიანებით კი ორივე კომპანია ამ სესხის გადახდისგან საერთოდ გაათავისუფლა და ისინი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიით ჩაანაცვლა. თუმცა ფულის გათეთრების ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელი, რომლის კომპანიებზეც 2008 წელს მითითებული სესხი გაიცა.
წინა განცხადებისგან გასხვავებით, დღეს პროკურატურამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დაასახელა, რომელიც „თიბისის“ მენეჯმენტში ასევე მაღალ პოზიციას იკავებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.