ახალი რეიტინგები
სარეიტინგო კომპანიამ მიმოხილვა გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. პოზიტიური შეფასება აქვს კომპანიას სამომავლოდაც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე საქართველოდან ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პროდუქციის მიწოდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 30 პროცენტით გაიზარდა. ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის კი თურქეთსა და რუსეთში სავალუტო კურსების მერყეობა სახელდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ასევე, საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის მოახლოებაც, შესაძლოა, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან იყოს დაკავშირებული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს უკავშირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საზოგადოებრივი განწყობა და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ქართული ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის ახალი კვლევები და რეიტ...
MULTIMEDIA GE
Edison Research-ისა და „ფორმულას“ ახალი კვლევა — პოლიტიკური...
Formula News
პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოებრივი განწყობები - IRI-ს ა...
Maestro Television
თეორემა - NDI-ის ახალი კვლევა და პოლიტიკური რეიტინგები
Tabula ტაბულა
ფორმულას დღე — 29 დეკემბერი, I ნაწილი
„ოცნების“პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტ...
Tv Kavkasia
ნაცების პარტიების რეიტინგების შედეგების გამოქვეყნება რბილად...
ტელეკომპანია სეზონი ⁌ Sezoni-TV