სარეიტინგო კომპანიამ მიმოხილვა გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. პოზიტიური შეფასება აქვს კომპანიას სამომავლოდაც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე საქართველოდან ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პროდუქციის მიწოდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 30 პროცენტით გაიზარდა. ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის კი თურქეთსა და რუსეთში სავალუტო კურსების მერყეობა სახელდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზეც მიუთითებს.
ასევე, საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის მოახლოებაც, შესაძლოა, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან იყოს დაკავშირებული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს უკავშირდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.