უფლებამოსილების შეწყვეტა


ხელვაჩაურის საკრებულომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უფლებამოსილება შეუჩერა.

არგუმენტად დასახელდა, რომ დეპუტატი ვაჟა თავდგირიძე საკრებულოში ექვსი თვის განმავლობაში არ მისულა. გადაწყვეტილებას კენჭისყრაზე 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. მათ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც დეპუტატს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ სამედიცინო დოკუმენტი, „ფორმა100“ არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ დეპუტატი არის ავად და ის მძიმე მდგომარეობაშია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან