ვიზიტი თუშეთში

09/02/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

თუშეთში ვიზიტის ფარგლებში (30 აგვისტო-1 სექტემბერი) მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი ქვემო და ზემო ომალოს, დართლოს და ჭეშოს ესტუმრნენ.

მინისტრმა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი, ექსპოზიცია - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

გურამ ოდიშარია შეხვდა სოფელ ჭეშოს და ომალოს მოსახლეობასაც; პატარებს საჩუქრად გადასცა სასკოლო ინვენტარი და მოინახულა მესაზღვრეები. მინისტრი პირადად ესტუმრა თუშეთის სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს ლაგოდეხის მე-7 სექტორს და მადლობა გადაუხადა თითოეულ მესაზღვრეს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის; გურამ ოდიშარიამ მესაზღვრეებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები გადასცა. დელეგაციამ ასევე მოინახულა ომალოს ბიბლიოთეკა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს, თუმცა წიგნების მწირ ფონდს ინახავს.

ომალოდან გურამ ოდიშარია სოფელ დართლოს ესტუმრა. მინისტრმა მოინახულა სოფელში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და დართლოსა და სხვა მაღალმთიანი სოფლის დაცარიელების თავიდან აცილების მექანიზმებზე. დელეგაციამ დაათვალიერა დართლოს საბჭეო -- ტრადიციული სასამართლო. დღემდე შემორჩენილი ნახევრადწრიულად განლაგებული ქვის სკამები ღია ცის ქვეშ, რომელიც 12 უხუცესი მსაჯულისთვის იყო განკუთვნილი.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან