ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

25.10.2020 01:29

მზარდია შემთხვევათა რაოდენობა აჭარაში - რეგიონში ინფიცირების ახალი ფაქტების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 551 კოვიდდადებითი პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ერთი, ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, აჭარის რეგიონში 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 ათასამდე პირი. ბოლო 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6624-ს აღწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: