უხვი ნალექი სამეგრელოში

15.01.2022 01:13

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულდა. დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური მარილი იყრება. ადგილებზე 15-მდე ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგია დილიდან არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine