27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა

27.03.2022 01:07

27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც უერთდება. ამ წუთებში მიმდინარეობს ღონისძიება, სადაც უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენას, მიხეილ თუმანიშვილის სახელი ენიჭება. დღესვე გაიმართება რეჟისორ გიორგი სიხარულიძის საავტორო დოკუმენტური ფილმის, „მოაზროვნე“ ჩვენება და მიხეილ თუმანიშვილის წიგნის „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ მე-5 ტომის პრეზენტაცია. საღამოს ეტიუდების ეროვნული, მე-12 ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოება და საერთაშორისო ფესტივალის გახსნა დაასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: