წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი დააკავეს
07/26/2020
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.