ქუთაისის განახლებული აეროპორტი 13 წლისაა

30.10.2025 01:42

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ. მათ შორისაა ორმხრივი ავიაბილეთების გათამაშება და სხვადასხვა გასართობი პერფორმანსი. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ ეტაპისთვის 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: