სანათა (სამწიგნეული)

09/05/2019
Khvaramze Samukashvili-ის მიერ

ვ ი დ ე ო ა ნ ო ნ ს ი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა „ხმა უცნაურის“ თანხლებით.

წიგნის დასახელება -\"სანათა\" (სამწიგნეული)
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა \"საუნჯე\"
2012 წელი

ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით \"სანათა\" და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან \"სანათას სკივრი\" და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: \"სანათას წიგნი\" და \"სანათას სახლი\".
წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს.

სანათას სკივრი:
ISBN: 978-9941-9260-6-8
გვერდები: 130
ყდა: მაგარი

სანათას წიგნი:
ISBN: 978-9941-9260-8-2
გვერდები: 158
ყდა: მაგარი

სანათას სახლი:
ISBN: 978-9941-9260-9-9
გვერდები: 140
ყდა: მაგარი

ერთი ლექსი:
მარიამ ხუცურაული

ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
-------------------------------------------

უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ აჩირთა აპრილსა.
კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა,
ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა,
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრებსა?

2012

ბმული:
* http://armuri.georgianforum.com/t10-t...