ცვლილებები ენერგობაზარზე


შეუქმნის თუ არა საფრთხეს რეგიონების ელექტომომარაგებას ენერგეტიკულ ბაზარზე დაანონსებული ცვლილებები.  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები ენერგოკომპანიების ართმევს შესაძლებლობას ერთდროულად ელექტროენერგიის,  როგორც მიმწოდებლები ისე გამანაწილებლები იყვნენ. ეს ვალდებულება საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად დაეკისრა და მისი მიზანი, ბაზარზე კონკურენციის გაზრდაა. დაგეგმილმა ცვლილებებმა ენერგოკომპანიებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თუ „თელასი“ კანონის მოთხოვნების შესრულებას აპირებს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. პირველ ივლისამდე უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რომელი კომპანიები მოახდენენ რეგიონებისთვის ელექტოენერგიის მიწოდებას.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან