მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს, ლევან მიქაბერიძე პასუხობს. მანამდე კი, გასაუბრება გაიმართა ადვოკატ როინ მიგრიაულთან.

მწვავე პოლემიკა გამოიწვია საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასმულმა კითხვამ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2019 წელს სასამართლო  სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხება. გვირტიშვილი დაინტერესდა, იზიარებს თუ არა კანდიდატი რეზოლუციის პათოსს, სასამართლო სისტემისა და უზენაესი სასამართლოს ათკაციანი სიის კრიტიკასთან დაკავშირებით. მიგრიაულის განმარტებით, აღნიშნულ რეზოლუციას მისი ხელმოწერა არ აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ ის რაც 2012 წლამდე ხდებოდა, სასამრთლო სისტემაში არის სირცხვილი და ზოგიერთ მოსმართლეს წარსული აქვს ჩამოსარეცხი.   განცხადებას საბჭოს მოსამართლე წევრთა კრიტიკა მოჰყვა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან